Posts

Showing posts from May, 2017

ჩემი ონლაინ საქმიანობა ფეისბუქის გარეთ

Image
    დღიურის წერა და შემდგომ მისი კითხვა -საკმაოდ საინტერესო პროცესია, მითუმეტეს, თუ ეს დღიური შენს ონლაინ საქმიანობას ეხება. დღიურებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვაწარმოებდი და ერთბაშად, ექვსი დღის ჩანაწერის წაკითხვის შემდგომ პირველი,რამაც თავში გამიევლა, ისაა თუ რამდენ დროს ვატარებ ინტერნეტში დღე-ღამის მანძილზე,  ისევე, როგორც ყველა მილენიალი ჩემს ირგვლივ და არამარტო ჩვენ და რა დიდი რაოდენობის ინფორამციას ვიღებთ ყოველდღიურად.  დღიურების გადაკითხვისა და გაანალიზების შემდგომ, როგორც აღმოჩნდა,  ინსტაგრამი ჩემი ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია ონლაინში ექაუნთების სია, რომლებსაც ყოველდღიურად ვსტუმრობ შენდეგნაირად გამოიყურება: @wordoftheteday, @oldmagnet, @psychogeneration, @natgeo, @darosulakauri. საინტერესო და ლამაზი ფოტოები, გამონათქვამები, ანიმაციები ეს ისა ფაქტორებია, რის გამოც ჩემი ყოველი დილა ინტაგრამის სქროლვით იწყება და დღის განმავლობაშიც გრძელდება. ასევე, როგორც აღმოჩნდა,დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად უნივერსიტეტის ვებსაიტს ვსტუმრობ, სადაც შეფას...