ჩემი ონლაინ საქმიანობა ფეისბუქის გარეთ
დღიურის წერა და შემდგომ
მისი კითხვა -საკმაოდ საინტერესო პროცესია, მითუმეტეს, თუ ეს დღიური შენს ონლაინ საქმიანობას
ეხება. დღიურებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვაწარმოებდი და ერთბაშად, ექვსი დღის
ჩანაწერის წაკითხვის შემდგომ პირველი,რამაც თავში გამიევლა, ისაა თუ რამდენ დროს ვატარებ
ინტერნეტში დღე-ღამის მანძილზე, ისევე, როგორც
ყველა მილენიალი ჩემს ირგვლივ და არამარტო ჩვენ და რა დიდი რაოდენობის ინფორამციას
ვიღებთ ყოველდღიურად.
დღიურების გადაკითხვისა
და გაანალიზების შემდგომ, როგორც აღმოჩნდა,
ინსტაგრამი ჩემი ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია ონლაინში ექაუნთების სია, რომლებსაც
ყოველდღიურად ვსტუმრობ შენდეგნაირად გამოიყურება: @wordoftheteday, @oldmagnet,
@psychogeneration, @natgeo, @darosulakauri. საინტერესო და ლამაზი ფოტოები, გამონათქვამები,
ანიმაციები ეს ისა ფაქტორებია, რის გამოც ჩემი ყოველი დილა ინტაგრამის სქროლვით იწყება
და დღის განმავლობაშიც გრძელდება. ასევე, როგორც აღმოჩნდა,დღის განმავლობაში ყველაზე
ხშირად უნივერსიტეტის ვებსაიტს ვსტუმრობ, სადაც შეფასებებთან ერთად, სილაბუსით, ახალი
საინფორმაციო წერილებით ვინტერესდები. ელექტრონულ
ფოსტას დღეში რამდენჯერმე ვამოწმებ და ამის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ ახალი შეტყობინებაა
ვინმესაგან, არამედ იმ გვერდების შეტყობინებები,რომლების გამომწერიც ვარ. მაგ:
HBR(Harvard Business Review) ყოველი დღის დასაწყისიში და ბოლოს მთავაზობს ახალ და გასული დღის ყველაზე კითხვად სტატიებს, რომლებზეც
როგორც წესი მოკლე ანოტაციის წაკითხვის შემდგომ ლინკით გადავდივარ და ვეცნობი.სტატიები
სხვადასხვა თემატიკისაა: მარკეტინგზე, ლიდერობაზე, დიზაინზე, პიარზე, ემოციურ შრომაზე,
ფსიქოლოგიასა და კვლევებზე და რაც ყველაზე სინტერესოა ეს ინტერვიუებია, რომლებიც ხშირად მამოტივირებელი
და დამაფიქრებელია. ასევე ფოსტაზე მოსული შეტყობინების
საშუალებით ვეცნობი ეისითის( Analysis and Consulting Team) ყოველკვირეულ ელექტრონულ
გამოცემას, სადაც საქართველოში წარმოებული სხვადასხვა საინტერესო სოცილოგიური კვლევების
შედეგებია თავმოყრილი. ესე მაგალითად: რომელ თვეში იღებენ დასაქმებული თბილისელები შვებულებას და ის , რომ
ყოველი მეოთხე გამოკითხული iPhone-ის მომხმარებელია.
ელექტრონული ფოსტის დახმარებით ვეცნობი ასევე Saba.com.ge-ის შეთავაზებებსა და მოკლე
მიმოხილვებს ახლად განთავსებულ წიგნებზე,
Goodreads-სიახლეებს, tripadvisor-ის სტატიებს.
რაც შეეხებაMarketer.geს ეს ის ქართული საინფორმაციო ვებ-გვერდია
, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ. უკვე რამოდენიმე წელია, რაც ის ჩემი ყოველდღიურობის
განუყოფელი ნაწილია, თავისი საინტერესო და „ცხელი“ სტატიებით და ვთვლი, რომ სულაც არ
არის საჭირო შენ მთავარ ინტერეს მარკეტინგი წარმოადგენდეს, რომ ამ გვერდს ხშირი მომხმარებელი
იყო, რადგანც მათ თითქმის ყველა აუდიტორიაზე მორგებული სტატიები და ინტერვიუები აქვთ.
ყოველ ხუთშაბათს აუცილებლად ვუყურებ „ბიზნესკონტაქტის“ გვერდზე განთავსებულ
ვიდოებს, სადაც „საქმიანი დილის“ ერთი ჩართვა მხიბლავს, სადაც ქართველი გოგონა, რომელიც
ამერიკაში სწავლობს და ცხოვრობს, ბოსტონიდან გვერთვება საინტერესო მიმოხილვებით ცნობილ
ბრენდებსა და კომპანიებზე გვაცნობს საინტერესო ქეისებს. ანა,ქართული ფორბსისთვისაც ხშირად წერს სტატიებს
და საიტზე ხშირად ვეცნობი მათ .
Google და ვიკიპედია ჩემი დიდი ხნის ერთგული მეგობრები არიან, რომელთაც
თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი აქვთ და როგორც დღიურებიდან ჩანს დღეში რამოდენიმეჯერ
ვიყენებ. ასევე ხშირად ვსტუმრობ translate.com-ს რომელსაც ძირითადად იტალიურის სიტყვების სათარგმნელად ვიყენებ.
გართობა, ეს ერთ-ერთი მთავარი
მიზანია ინტერნეტის მოხმარების. ამ მხრივ გასართობად ფილმების ორ ვებგვერდს
imoves.ge-ს და adjaranet.com-ს ვსტუმრობ, სადაც სხვადასხვა სერიალებს თუ ფილმებს ვუყურებ,
რომლის დადების უფლებაც ჯერ კიდევ აქვთ , სანამ რომელიმე ტელევიზიას არ შეუსყიდია ბავშვობაში ჟურნალი „ცხელი შოკოლადით“ ვიყავი „დაღდასმული“
და როგორც დღიურებიდან ჩანს „ინდიგოს“ გვერდს ხშირად ვსტუმრობ და სტატიებს, რომლებიც
წაკითხული არ მაქ ჟურნალში ონლაინ ვკითხულობ, თან ეს მოსახერხებელი პროცესია, როდესაც
უნივერსიტეტში დიდი შუალედები მაქ ლექციებს შორის.
Snapchat, linkedin, Pinterest- მათ კვირაში რამდენიმეჯერ ვსტუმრობ,
მაგრამ არა ყოველდღე. Pinterest-ზე იმ საინტერესო პინებს ვინახავ, რომლებიც ჩემი ინტერესებისადმი
შემომთავაზა საიტმა, ან ჩემმა გამოწერილებმა განათავსეს ან მოიწონეს. Linkedin-ზე ძირითადად
კომუნიკაციას ვამყარებ ნაცნობ მომხმარებლებთან და საინტერესო სტატიებს ვეცნობი. დაახლოებით,
კვირაში ერთხელ შევდივარ Bassiani.com-ზე სადაც line up-ს ვეცნობი და დაინტერესების შემთხევაში ვყიდულობ ბილეთს.
Snapchat-ზე ძირითადად ჩემი მეგობრების სიახლეებს ვათვალიერებ და იშვიათად ვდებ ფოტოებსა
თუ ვიდეოებს.
საბოლოოდ, რომ შევაჯამო ჩემი ონლაინ საქმიანობა ფეისბუქს გარეთ საკამოდ
საინტერესოცაა და მრავალფეროვანიც,ინფორმაციის კუთხით. ვიქენდსა თუ ჩვეულებრივ სასწავლო
დღეს ინტერნეტს თანაბარ დროს ვუთმობ, რომლის შემცირებაზე ხშირად მიფიქრია, თუმცა არასდროს
გამომდის, მაგრამ, ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ
დროს ფუჭად ვხარჯავ მხოლოდ ჩათაობასა და სქროლვაში, რადგანაც როგორც ჩანს, სხვადასხვა
სიტებზე უამრავ საინტერესო აბავს და სტატიას გადავაწყდები ხოლმე. ახლა კი შევეცდები
გრაფიკულად ავსახო ჩემი ონლაინ საქმიანობა:


Comments
Post a Comment