5 მარტი
11:00-13:00
გაღვიძებისთანავე მესიჯებს ვუპასუხე whatsapp-ში და ფეისბუქზე გადავედი და დავიწყე ნიუსფიდის დათვალიერება. პირველი რაც შევამჩნიე Harvard Business Review-ს სტატია იყო, სადაც გამოყოფილი იყო მარკეტერის 4 როლი თანამედროვე ორგანიზაციებში. სტატის ავტორი თვლის, რომ მონაცემთა მეცნიერების და მედიის არხების ფართოდ გავრცელებამ ტრადიციული მარკეტინგული სამსახური მკვეთრად შეცვალა და რიგ შემთხვევებში ახალი პოზიციებიც კი შექმნა. მთლიანობაში ამ ცვლილებებმა მარკეტინგი უბრალო ხელოვნებიდან მეცნიერებისა და ხელოვნების ჰიბრიდად აქცია და საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს:All marketers today need baseline skills in data and analytics. Today’s marketer needs to go well beyond reporting and metrics, and be more proficient in a full range of analytical skills –including knowledge of data management principles and analytical strategies, and an understanding of the role of data quality, the importance of data governance, and the value of data in marketing disciplines. Marketers today also need a nuanced understanding of current and emerging digital channels.As our functional needs have changed, we’ve had to adjust the kinds of jobs and job descriptions of people throughout our marketing organization. There are four roles today’s marketing teams need to cover.
ლექტრომა ფეისბუქის ჯგუფში ძალიან საინტერესო სტატია გაგვიზიარა B2B PR-ის შესახებ. სტატიში ახსნილია, რომ პიარ კამპანია, რომლის მიზანი კონკრეტული ბიზნეს აუდიტორიის სტიმულირებაა, ცნობილია B2B PR-ის სახელით. ამ ტიპის კამპანია, სამომხმარებლო ბაზრისთვის დაგეგმილი პიარ კამპანიისგან განსხვავებით, ჯერ სტიმულირებას უწევს კომპანიას და შემდეგ მის პროდუქტს ან მომსახურებას
16:30-18:00
იტალიურს ვმეცადინებოდი და სიტყვა viportare დავგუგლე.
მეილი შევამოწმე, ასევე უნივერსიტეტის საიტი, მაინტერესებდა დადეს თუ არა ლექტორებმა შუალედურების ქულები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯერ არავის გაუსწორებია ნაშრომი.
ინსტაგრამზე მეგობრების სიახლეები დავათვალიერე, შემდგომ ფეისბუქის სიახლეებს გავეცანი, მაგრამ დიდად საინტერესო არაფერი შემხვედრია.
20:00-23:00
Criminal Mind-ის ახალი სერიის გამოსვლის თარიღი მაინტერესებდა და დავგუგლე და განრიგი ამომიგდო.
ფეისბუქზე მარკეტერის ახალი სტატია ვნახე, ვორდინგის შესახებ, ახალგაზრდა გოგონა ქართულ სიტყვებს ორიგინალურ ინტერპრეტაციას უკეთებს. როგორც თვითონ ამბობს, პოსტერების შექმნა ვიზალიბერალიზაციამ შთააგონა.
Comments
Post a Comment