12 მარტის ჩანაწერები
12 მარტი
11:00-13:00
ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი Harvard Business Review-ზე „What I Learned From 10 Years of Doing PR for Apple“ (რა ვისწავლე ეფლის PR-ზე 10 წლიანი მუშაობის დროს) კამერონ კრაიგი აღწერს იმ 10 წელს, რომელიც მან სტივ ჯობსთან ერთად გაატარა. „Over this period, Apple would prove the cynics wrong and dazzle the world with its groundbreaking innovations, masterful marketing and against-the-grain approach. PR played a huge role in this success. Here are five lessons from those days that have played a huge influence on how I approach the craft of communications still today.“
15:00-17:00
ოთხშაბათს პრეზენტაცია მაქვს ბრენდინგში, “Liberal art college”-ის ბრენდის გეგმა უნდა წარვადგინო, პირველ ლექციაზე იდეა და დეტალები ლექტორს მოეწონა, შესაბამისად უფრო მეტად უნდა მოვინდომო და საინტერესო ლოგო და სლოგანი მოვიფიქრო.მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სლოგანები მაინტერესებდა, დავგუგლე და ვიკიპედიამ ძალიან კარგი სია შემომთვაზა, სადაც ყველა ქვეყნის უნივერსიტეტების სლოგანებია თავმოყრილი.
იტალიურს ვმეცადინეობდი, სიტყვა „sprecora” ვთარგმნე translate-ის გამოყენებით.
უნივერსიტეტის საიტზე და მეილზე სიახლეები შევამოწმე.
ინსტაგრამზე სიახლეებს ვათვალიერებდი, როდესაც national geopgraphic-ის ძალიან ლამაზი და ორიგინალური ფოტო ვნახე, რომელზეც 15წლის რეკორდსმენი გოგოა.
22:00
ახალი საიტი აღმოვაჩინე: http://spell.on.ge/ ეს არის ეს ქართული მართლწერის (ე.წ. სპელინგის) შესამოწმებელი ინსტრუმენტი.
Comments
Post a Comment