25 თებერვლის ჩანაწერები
25 თებერვალი
12:00-14:00
ლექციას მოვრჩი, მეგობრებს ველი და მანამ ფეისბუქზე შევედი, ნიუსფიდს ვათვალიერებ და პირველი რაც თვალში მომხვდა ინდიგოს პოსტია, სადაც ისინი წერენ, რომ 2016 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები გახდნენ და იქვე გვიზიარებენ სტატიას, რომელმაც გაიმარჯვა.
ძალიან საინტერესო ჩანახტია „მთის გოგოები“, რომელსაც თან ძალიან კარგი ფოტოები ახლავს, რომელიც დარო სულაკაურის მიერაა გადაღებული. ძალიან მომწონს ამ გოგოს ნამუშევრები, ამიტომ გადავწყვიტე ინსტაგრამზე შევსულიყავი და მისი ახალი ნამუშევრები დამეთვალიერებინა.
უნივერსიტეტის გვერდი შევამოწმე, წერილები დამხვდა სხვადასხვა თემაზე, იქიდან ინსტაგრამზე გადავინაცვლე, დავათვალიერე მეგობრების ფოტოები, რამოდენიმეს „დავუგულე“ და შემდგომ მეილი შევამოწმე.
16:00-18:00
ფეისბუქის ნიუსფიდს ვათვალიერებდი მეგობარმა tripadvisor-დან ბმული გააზიარა, სადაც ჩამოთვლილია 10 ადგილი სადაც აუცილებლად უნდა ვიმოგზაუროთ, ხოლო მეცხრე ადგილას თბილისი, საქართველოა მითითებული.
მარკეტერზე საინტერესო სტატიას გადავაწყდი, სათაურით „ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე ადრე იღვიძებენ“ როგორც აღმოჩნდა ავიაკომპანია Delta-ს სარეკლამო რგოლს გვამცნობენ , რომელიც კომპანიამ იმ ადამიანების გასამხნევებლად გადაიღო, რომლებიც ადრე იღვიძებენ.
20:00 -22:00
მეგობარმა forbes Georgia-ს ძალიან საინტერესო სტატია გამომიგზავნა, სადაც საუბარი კომპანია Apple-ის ინოვაციებზეა.
ფორბსის გვერდიდან, ბიზნესკონტაქტის გვერდზე გადავედი და საინტერესო ვიდეო ვნახე სადაც ქართველი გოგონა ანა გვალია, რომელიც ამერიკაში სწავლობს და მუდამ საინტერესო ჩართვებს გვთავაზობს საინტერესოდ საუბრობს linkedin-ის შექმნისა და მისი ფუნქციების შესახებ
23:00
შაბათ საღამოს, როგორც წესი ყველაზე ცოტა დროს ვუთმობ სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ ურთიერთობებს. Whatsapp-ში მეგობრებს ვუპასუხე , ინსტაგრამზე მეგობრების სიახლეები დავათვალიერე და ტელეფონი განზე გადვდე.
Comments
Post a Comment