7 მარტის ჩანაწერები
7 მარტი
უნივერსიტეტის გვერდზე შევედი, მაინტერესებდა ქულები დაიდო თუ არა, შემდგომ ინსტაგრამის სიახლეების თვალიერება დავიწყე და ისევ Word of the day და მორიგი საინტერესო სიტყვა „sublime” , რომელსაც ლამაზი ფოტო ახლავს თან.
მეილი შევამოწმე და linkedin-ის სიახლეები, ასვე snapchat-ის ახალი ფილტრები და სიახლეები.
ფეისბუქზე ნიუსფიდის თვალიერებისას საინტერესო სტატიას გადავაწყდი Harvard Business Review-დან სადაც ლიდერობის განვითარების 5 მთავარი ელემენტის შესახებ იყო საუბარი. სტატის ავტორი თვლის, რომ ლიდერობის განვითარებაში ინვესტიცია ხშირად არასწორი და უბრალოდ ფულის ფლანგვაა და ასევე გვთავაზობს საინტერესო მაგალითებს: Right now, for example, the hot topic is “digital leadership” — driving organizations to be more innovative, iterative, and collaborative as they develop digital strategies to disrupt or transform their current business. Deloitte’s research with MIT shows that 90% of executives believe their companies are not “becoming digital” fast enough, and 70% believe they do not have the skills to lead this change. So they’re looking for ways to cultivate those competencies and, in the process, feeding the fad-driven leadership development market.
15:00-18:00
მარკეტერზე სტატია შემხვდა „Red Nose Day“-ის შესახებ, რომ მას საქართველოც შეუერთდა. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მსმენია ამ კამპანიის შესახებ, ამიტომაც დავგუგლე .
იტალიურის დავალებას ვწერდი და გამოთქმა „hai combinato“ დავგუგლე, ჟარგონი აღმოჩნდა „რა იჩალიჩეს“ მნიშვნელობით.
20:00-22:00
On.ge-ზე ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი, 10 ქართული სიტყვა მხატვრულად გააფორმებით.
23:00
როგორც აღმოჩნდა homeland-ის ორი ახლაი სერია ერთად უნდა ვნახო, შესაბამისად სანამ ყურებას დავიწყებდე გადავხედე ფეისბუქის ნიუსფიდს, თუმცა დიდად საინტერესო არაფერი შემხვედრია.
Comments
Post a Comment